აღდგომისშემდგომი 38-ე კვირა

25 December – 27 December

შობის განწყობა

მე ვგრძნობ სულის ყრმას,
მშვინვიერ წიაღში, განჯადოებულს:
სამყაროს წმინდა სიტყვამ
გულის ნათელში
იმედის ციური ნაყოფი დაჰბადა;
სამყაროს სივრცეებში იგი ლხენით იზრდება
ჩემი არსების ღვთიური საფუძვლიდან.

მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი

Ich fühle wie entzaubert
Das Geisteskind im Seelenschoß,
Es hat1 in Herzenshelligkeit
Gezeugt das heil’ge Weltenwort
Der Hoffnung Himmelsfrucht,
Die jubelnd wächst in Weltenfernen
Aus meines Wesens Gottesgrund.

აღდგომისშემდგომი 38-ე კვირა
რუდოლფ შტაინერის ფაქსიმილე

1.  1918 წელს რუდოლფ შტაინერმა სამშვინველის კალენდრის ევრითმიული ფორმების გამოსაცემად მზადებისას საშობაო საკითხავში 1912 წლის ვარიანტში არსებული «hat …gezeugt»(დაჰბადა) შეცვალა «ist…gezeugt»-ით(იბადება). აღნიშნული ცვლილება დორნახის გამოცემებში მხოლოდ 90-იანი წლების შემდგომ არის გათვალისწინებული. ქართულ გამოცემაში როგორც ჩანს პირვანდელი ვარიანტია. შენიშვნა დავურთე რუსული გამოცემების საფუძველზე.

რამდენიმე შესწორებას შევიტანდი: 1. პირველ სტრიქონში განჯადოება მიმართულია მე-ს მთქმელისკენ. 2, gezeugt ნიშნავს არა დაბადებას, არამედ ჩასახვას, ist gezeugt- სა და hat gezeugt – ს ს შორის სხვაობაა არა დროში, არამედ პირში ანუ hat gezeugt- ჩასახა, ist gezeugt- ჩაისახა. ანუ პირველად ვარიანტში ამოიკითხებოდა, რომ წმინდა სიტყვამ სამყაროსისამ გულის ნათელში ჩასახა იმედის ციური ნაყოფი, გვიანდელ ვარიანტში კი ისეა, რომ გულის ნათელში ჩაისახა წმინდა სიტყვა სამყაროსი ანუ იმედის ციური ნაყოფი. შინაარსობრივად გვიანდელი ვარიანტი მართლაც უკეთესი მგონია. ამრიგად ჩემი თარგმანი:

თითქოს მომეხსნა ჯადო და აწ ვგრძნობ
ყრმას სულისას მშვინვიერ კალთაში.
გულის ნათელში ჩაისახა
სამყაროს წმინდა სიტყვა,
იმედის ზეციური ნაყოფი,
რომელიც ლხენით იზრდება სამყაროს სივრცეებში
ჩემი არსების ღვთიური საფუძველიდან.

მთარგმნელი: ირინე იმერლიშვილი